შპს. სადეზინფექციო სერვის პლუსი დაარსდა 2009 წელს. დაარსებიდან დღემდე, კომპანია წარმატებით ემსახურება სახელმწიფო უწყებებს, მსხვილ საწარმოებსა და სხვა მრავალ ობიექტს. კომპანიის ტექნიკური პერსონალი ჩართულია სადეზინფექციო მომსახურების უზრუნველყოფის სფეროში 1998 წლიდან. ჩვენს მიერ განხორციელებულია მსხვილმასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები 100-ზე მეტ ობიექტისზე, მათ შორისაა კვების ობიექტები, სასტუმროები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სახელმწიფო უწყებები, კლინიკები და სხვ. წლების მანძილზე კომპანია ინარჩუნებს მრავალმხრივ კომპეტენტური და ინოვაციური მიდგომების მქონე ორგანიზაციის სახელს. ჩვენ გვახარებს კლიენტების რიცხვის ზრდა და, ამავე დროს, ჩვენს მუდმივ კლიენტებთან მრავალწლიანი უწყვეტი თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დარწმუნებით ვთვათ, რომ დღესდღეობით ამ დარგში ლიდერის პოზიცია გვიკავია.
2009 წლიდან სადეზინფექციო სერვის პლუსი აწვდის სხვადასხვა სახის სადეზინფექციო მომსახურებას ობიექტებს, რომელთა ექსპლუატაციას კომპანია British Petroleum Georgia ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენის პროექტის ფარგლებში ახორციელებს.
კომპანიის მართველი გუნდი გეგმავს სადეზინფექციო სამუშაოებს ინტეგრირებული პესტ კონტროლის პრინციპების საფუძველზე, რაც პირველ რიგში, ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობასთან და გარემოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთეების თავიდან აცილებას და სადეზინფექციო სამუშაოების დროს ამ კუთხით არსებული რისკების მინიმუმამდე დაყვანას. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიამ წარმატებით დანერგა საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული პესტ კონტროლ სტანდარტები და შეიმუშავა შესაბამისი პროცედურები. ამ პროცესების წარმატებით წარმართვას მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ის გარემოება, რომ კომპანია ევროპის პესტ კონტროლ ასოციაციების კონფედერაციის (CEPA) და ბრიტანულ პესტ კონტროლის ასოციაციის (BPCA) წევრია, რაც უზრუნველყოფს კოპმანიას ტექნიკური ექსპერტიზით და აძლევს შესაძლებლობას გაიზიაროს ამ დარგში არსებული მოწინავე ტენდენციები. სადეზინფექციო მომსახურება ხორციელდება ევროკავშირის მიერ აპრობირებული და დაშვებული ქიმიური პრეპარატების და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენებით. კომპანიის ერთერთი უმთავესი პრიორიტეტია კომპანიის თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა, რისთვისაც, ტექნიკური ბრიგადის თითოეული წევრი მუდმივად გადის სამედიცინო დათვლიერებას, პირველადი დახმარების ტრეინინგებს, პესტ კონტროლის პროცედურების შესრულების და პრეპარატების გამოყენების ინსტრუქტაჟს, უზრუნველყოფილია დამცავი უნიფორმებით და ყველა სათანადო აღჭურვილობით. თითოეული სამუშაო ვიზიტის დაგეგმვისას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გზებზე სატრასპორტო საშუალებებით უსაფრთხო მოძრაობის და პრეპარატების ტრანსპორტირების საკითხებს. ამ მიზნით, კომპანიაში შემუშავებულია მგზავრობის გეგმა, რის მეშვეობით კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უსაფრთხოდ გადაადგილებას ობიექტებზე და მინიმუმამდე ამცირებს საგზაო შემთხვევევის რისკებს.
ამჟამად კომპანია იმყოფება BS EN 16636 CEPA სტანდარტის (პირველი ევროპული სტანდარტი პესტ კონტროლის მომსახურების უზრუნველყოფის დარგში) დანერგვის პროცესში. ევროპული პესტ კონტროლის ასოციაციების კონფედერაცია (CEPA) აქტიურად იყო ჩართული სტანდარტის შემუშავებაში და სტანდარტის წარდგენაში ევროკავშირის კომისიის წინაშე. სტანდარტი განსაზღვრავს პესტ კონტროლის სფეროში არსებულ ძირითად მოთხოვნებს, რეკომენდაციებსა და კომპეტენციებს, რომლებიც სავალდებულოა ევროკავირის მასშტაბით სადეზინფექციო მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიებისათვის. სტანდარტის დანერგვის პროცესის დასრულებისას, კომპანია მიიღებს CEPA-ს სტანდარტის მიხედვით სერტიფიცირებული კომპანიის სტატუსს და სრულად გაიზიარებს ევროკავშირის მიერ დანერგილ პესტ კონტროლის პრაქტიკებსა და მეთოდებს.