დაბინძურებულ გარემოში ადვილად ვრცელდება ინფექციები და ინფექციური დაავადებები, მათ შორის ისეთი მწვავე დაავადებები, როგორიცაა ლეიშმანიოზი, ტიფი, შავი ჭირი და სხვა. ამ ინფექციების გამომწვევი ბაქტერიები განსაკუთრებით ადვილად მრავლდებიან იმ პირობებში, სადაც არ არის დაცული სანიტარული ნორმები. ინფექციების მატარებელი ბაქტერიების განადგურება საჭიროებს დროულ და ეფექტურ ჩარევას, რადგან ინფექციამ შესაძლოა მიიღოს ეპიდემიისა და პანდემიის ფორმა.
გაფუჭებული საკვების, ნაგვის, მღრღნელებისა და მავნე მწერების არსებობა მიგვითითებს დაბინძურებულ ობიექტზე ინფექციების გამრავლების საშიშროებაზე და პათოგენური ბიოლოგიური აგენტების არსებობაზე. ამ დროს ექმნება ხელსაყრელი პირობები ვირუსების გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებისათვის და სოკოვანი დაავადებებისათვის. სხვადასხვა პათოგენური დაავადებების გადატანა ხდება ფიზიკური კონტაქტით, დაბინძურებული საკვებით და სხვ.
პრობლემის დასაძლევად დაუყოვნებლივ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. შემდგომში ეფექტური და გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად, პრევენციული სადეზინფექციო მომსახურება ობიექტზე ტარდება ორჯერ წელიწადში - ერთხელ ადრიან გაზაფხულზე და მეორეჯერ, წლის ბოლოს, დეკემბრის თვეში, როდესაც ინფექციური დაავადებების რისკი მაღალია. (დასამუშავებელი ფართობის მიხედვით).