სადეზინფექციო მომსახურების უზრუნველყოფისას, კომპანია იყენებს მხოლოდ იმ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც სერთიფიცირებულია ევროკავშირის მიერ, რეგისტრირებულია საქართველოში, გააჩნია პრეპარატის უსაფრთხოების ანოტაცია (MSDS) და სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კუთხით ევროკავშირის მიერ მიღებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
სადეზინფექციო მომსახურების კონტროლის ინტეგრირებული მართვის (IPM) სისტემის მეშვეობით კომპანია უზრუნველვყოფს საქმიანობის მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას.
კომპანია უზრუნველყოფს შემდეგი სახის სადეზინფექციო მომსახურებას:
- დეზინსექცია - მავნე მწერების (ბუზები, კრაზანები, ტარაკნები, ა.შ.) წინააღმდეგ
- დეზინფექცია - მავნე მიკრობების, ინფექციური დაავადებების, ვირუსების წინააღმდეგ
- დერატიზაცია - მღრღნელების წინააღმდეგ
- ქვეწარმავლების დაფრთხობა და ტერიტორიიდან განდევნა
- მაწანწალა ცხოველების (ძაღლები, კატები) დაჭერა და ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანა
- სარეველა ბალახებისგან ტერიტორიის გაწმენდა ქიმიური და მექანიკური საშუალებებით