მაწანწალა ცხოველებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, არსებობს 100-ზე მეტი დაავადება, (ცოფი, სალმონელოზი, ბრუცელიოზი, ტოქსოპლაზმოზია და სხვ.) რომლებიც მაწანწალა კატებს და ძაღლებს გადააქვთ. დაავადების გადატანა შეიძლება მოხდეს დაკბენით, დაკაწრვით ან ცხოველების მიერ ადამიანის კანის დადორბლვის მეშვეობით. განსაკუთრებით საშიშია ამგვარი კონტაქტი ცოფის ვირუსის მატარებელ კატასთან და ძაღლთან, რადგან დაგვიანებული ვაქვინაციის შემთხვევაში, დაავადებას ლეტალური შედეგი მოყვება.
მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და გაყვანის მომსახურების შესრულებისას, მაწანწალა ცხოველების გაყვანა ხდება უსაფრთხოების ყველა ნორმის შესაბამისად და ცხოველისათვის უვნებლად.