• ბრიტანული პესტ კონტროლ ასოციაციის წევრი

    ბრიტანული პესტ კონტროლ ასოციაციის წევრი

  • ევროპული პესტ კონტროლ ასოციაციების კონფედერაციის წევრი

    ევროპული პესტ კონტროლ ასოციაციების კონფედერაციის წევრი

ობიექტზე მგზავრობის დაგეგმვა

კომპანიის ფუნქციებში შედის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისი, გარდაბანი, თეთრი წყარო, ვალე, ახალციხე, წალკა, ბორჯომი, სუფსა, კორდოული, საზანო, გომი, ახალი სამგორი, მუხრანი; რუსთავი, ციხიჯვარი და სხვ.) არსებული ობიექტების მომსახურება. დროული მომსახურების უზრუნველყოფის და გზებზე უსაფრთხოთ გადაადგილების მიზნით, კომპანიამ დააწესა სპეციალური სტანდარტული პროცედურა, -ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის პროცედურა - რომელიც არეგულირებს მგზავრობასთან დაკავშირებულ ყველა პირობას.

თითოეული მგზავრობა იგეგმება კომპანიის მართველი გუნდის მიერ ამინდის პირობების, მარშრურტის სპეციფიკის და გზებზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი ავტომობილის უსაფრთხოდ მართვის პროცედურა განსაზღვრავს მძღოლისა და მგზავრების ქცევის ნორმებს მგზავრობის პროცესში - ობიექტზე გამგზავრებიდან დაბრუნებამდე. ყოველი ვიზიტის წინ, ტრასნპორტის მენეჯერი ავსებს სპეციალურ ფორმას - მგზავრობის გეგმას (JMP), რომელიც მოიცავს მგზავრობასთან დაკავშირებულ ყველა პუნქტს და რომლის მეშვეობით ხდება მგზავრობის სრული ციკლის რეგულირება.

კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილია სპეციალური საბარგულით, რის მეშვეობითაც უსაფრთხოდ ხდება ქიმიური პრეპარატების და საჭირო აღჭურვილობის ტრანსპორტირება და მიწოდება ობიექტზე.

კომპანიის თანამშრომლებს ემსახურება კვალიფიციური მძღოლები, რომლებსაც გააჩნია შორეულ დისტანციებზე ავტომობილის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. კომპანია რეგულარულად უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებას. ჩვენი მძღოლები გეგმიურად გადიან როგორც შიდა, ასევე გარე ტრენინგებს ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაში, ზამთრის პირობებში ავტომობილის მართვის სწავლების ჩათვლით.

ობიექტებზე ტექნიკური ბრიგადების გამგზავრების და საჭირო პრეპარატებისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების დაგეგმვა მიზნად ისახავს საგზაო შემთხვევების რისკების მინიმუმამდე დაყვანას და სამუშაო გრაფიკის მიხედვით ობიექტებზე საჭირო სადეზინფექციო მომსახურების დროულად და ეფექტურად უზრუნველყოფას.

ხიფათის შემცველი მგზავრობის შეჩერება - სახიფათო სიტუაციის შემცველი მგზავრობის შეჩერების მიზნით, ავტომობილის მართვის სტანდარტული პროცედურა ითვალისწინებს მგზავრობის შეწყვეტას რაიმე ხიფათის შემჩნევისტანავე. პროცედურაში შეტანილია სპეციალური პუნქტი რომლის მიხედვით როგორც მძღოლი, ასევე მგზავრები პასუხისმგებელნი და უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ მგზავრობის შეწყვეტა იმ შემთხვევაში, თუ მათ ეპარებათ ეჭვი მგზავრობის უსაფრთხოებაში.

მძღოლის გადაღლილობით გამოწვეული სიტუაციების რეგულირება - დანიშნულების ადგილებზე მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მძღოლები და ტექნიკური ბრიგადის წევრები იცავენ JMP-ის ფარგლებში დაგეგმილი დასვენების განრიგს, რათა თავიდან აიცილონ გადაღლილობის შემთხვევაში მოსალოდნელი რისკები (კოორდინაციის დარღვევა, საჭესთან დაძინება, ა.შ).

ვინაიდან, მომსახურების შესრულების მიზნით ბრიგადებს უწევთ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაადგილება, მათ ხშირად უხდებათ სამუშაოს შესასრულებლად ობიექტებზე გვინაობამდე დარჩენა. ასეთ შემთხვევებში, ღამის პერიოდში ავტომობილით მოძრაობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან არიდების მიზნით, გათვალისწინებულია ბრიგადის წევრების ადგილობრივ სასტუმროებში განთავსება.