მღრღნელების სხეული დასახლებულია მავნე მწერებით, რომლებსაც მარტივად გადააქვთ ინფექციები და ინფექციური დაავადებები, მათ შორის ლეიშმანიოზი, ცოფი, ტიფი, შავი ჭირი და მრავალი სახის სოკოვანი დაავადება. მათი არსებობა იწვევს სერიოზულ მატერიალურ და ეკომომიკურ ზარალს. კბილების ანატომიური სტრუქტურის გამო, ისინი ღრღნიან ხეს, ცემენტს, სხვა სამშენებლო მასალებს და სერიოზულად აზარალებენ შენობებსა და ნაგებობებს. ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, მღრღნელების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება.
პრობლემის დასაძლევად და ეფექტური და გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად, სადერატიზაციო მომსახურება ტარდება 6-12 ჯერ წელიწადში (ასამუშავებელი ფართობის მიხედვით).