• ბრიტანული პესტ კონტროლ ასოციაციის წევრი

    ბრიტანული პესტ კონტროლ ასოციაციის წევრი

  • ევროპული პესტ კონტროლ ასოციაციების კონფედერაციის წევრი

    ევროპული პესტ კონტროლ ასოციაციების კონფედერაციის წევრი

ჩვენი პრიორიტეტები

ჩვენი მიზანია დავნერგოთ და შევინარჩუნოთ მაღალი პროფესიული სტანდარტები ბიზნესის ყველა ასპექტში

1. მომსახურების ხარისხი

  • გარემოსთვის უსაფრთხი მასალებისა და პრეპარატების გამოყენება
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა
  • ტექნიკური ბრიგადების კომპეტენტური სპეციალისტით დაკომპლექტება, მათი პროფესიონალიზმის დონის ამაღლება უწყვეტი სწავლებისა და სწორი ზედამხედველობის უზრუნველყოფით
  • ეფექტური პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფა და მუდმივი ძიება ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი საშუალებებისა
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მისი დაცვა ყველანაირი კომპომისის გარეშე
  • მუდმივი ფხიზლობა შესაძლო საფრთხეების გამოვლენის მიზნით და მათი დროული აღმოფხვრა

2. ლიდერობა

ჩვენი მართველი გუნდი:

  • უზრუნველყოფს ხარისხისა და მომსახურების მაღალ სტანდარტებს
  • შეიმუშავებს და ნერგავს პროცედურებს და, შემდგომში, რეგულარულად ამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხის დონეს და მის შესაბამისობას დანერგილ სტანდარტებთან
  • მჭიდროდ თანამშრომლობს მომხმარებლებთან, მომწოდებლებთან, დაინტერესებულ მხარეებთან და პარტნიორებთან
  • მოქმედებს მისიისა და ხედვის ფარგლებში გამოვლენილი პრიორიტეტების შესაბამისად

3. გუნდური მუშაობა

ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი სამუშაო გარემო, რომელშიც თითოეული ჩვენი თანამშრომელი იგრძნობს თავს სამუშაო პროცესის სრულუფლებიან მონაწილედ და პასუხისმგებლობის სრული შეგრძნებით ჩაერთვება მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა მიმდინარე პროცესში.

ამ მიზნით ჩვენ:

  • ვუზრუნველყოფთ ჩვენს თანამშრომლებს სათანადო სამუშაო პირობებით
  • ვამყარებთ თითოეულ მათგანთან მჭიდრო კომუნიკაციას
  • ვრთავთ მათ სამუშაო პროცესის განხილვისას გამართულ დისკუსიებსა და შეხვედრებში, ვისმენთ მათ წინადადებებს და ვითვალისწინებთ მათ აზრზს
  • ხელს ვუწყობთ მათ პროფესიულ და კარიერულ ზრდას

4. მოგების გამოყენება ბიზნესის განვითარების მიზნით და თანამშრომელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის

კომპანიის მომგებიანობა განისაზღვრება და მიიღწევა ადამიანური, შრომითი, ფინანსური და სხვა საჭირო რესურსების ეფექტური განკარგვითა და გამოყენებით.

მოგება გვაძლევს საშუალებას:

  • მოვახდინოთ თანხების ინვესტირება უახლესი აღჭურვილობისა შეძენაშ და ინოვაციური პესტ კონტროლის მეთოდოლოგიების დანერგვაში
  • ვუზრუნველყოთ თანამშრომლები დახელოვნების საშუალებებით, რაც მისცემს მათ კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივებს
  • უფრო ეფექტურად ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და გარემოს დაცვაზე.