კომპანია ხელმძანელობს ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი პრინციპებით:
- ობიექტზე უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, მუშაობის უსაფრთხო სისტემის შექმნა და დანერგვა, მუშაობის უსაფრთხო აღჭურვილობაის და ტექნიკის უზრუნველყოფა (PPE, შესაბამისი აღჭურვილობა და სხვ.) უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა.
- თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მათი ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის ამაღლება HSE პრინციპების შესახებ.
- კომპანიაში დანერგილი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურისა და წესების გააზრება და ზედმიწევნით შესრულება
- ქიმიური ნივთიერების გამოყენება და შენახვა უსაფრთხოების ფურცელში (MSDS) მოცემული ინსტრუქციების მიხედვით
- აღჭურვილობის გამოყენების, შენახვისა და ტრანსპორტირების კუთხით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილება / მინიმუმამდე დაყვანა.
- რისკების შეფასების შედეგად გამოვლენილი პრევენციული და დამცავი ზომების უზრუნველყოფა.
ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სტანდარტული პროცედურის ყველა პუნქტი შემუშავებულია ბრიტანეთის პესტ კონტროლის ასოციაციის (BPCA) და ევროპის პესტ კონტროლის ასოციაციების კონფედერაციის (CEPA) ექსპერტების რეკომენდაციით და უშუალო მონაწილეობით. დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას კომპანია ახდენს აღნიშნულ ორგანიზაციებთან შეთანხმებით ევროკავშირის ფარგლებში აღიარებული სტანდარტებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.