• ბრიტანული პესტ კონტროლ ასოციაციის წევრი

    ბრიტანული პესტ კონტროლ ასოციაციის წევრი

  • ევროპული პესტ კონტროლ ასოციაციების კონფედერაციის წევრი

    ევროპული პესტ კონტროლ ასოციაციების კონფედერაციის წევრი

ხარისხის მართვა

კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი სადეზინფექციო მომსახურების ხარისხის მართვის პრინციპები:

  • ტრენინგი - გუნდის ყველა წევრი გადის რეგულარულ სწავლებას და აქტიურად მონაწილეობს კომპანიის მიერ ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზებულ შეხვედრებსა და სემინარებში.
  • სადეზინფექციო საქმიანობის მონიტორინგი - კომპანია ახორციელებს ჩატარებული სადეზინფექციო სამუშაოების რეგულარულ მონიტორინგს, რომელიც მიზნად ისახავს შეუსაბამობების და ხარვეზების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას და, ამათანავე, იძლევა შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვას და დროულად გატარებას.
  • სადეზინფექციო საქმიანობის ვერიფიკაცია - კომპანიის მიერ შემუშავებული და დანერგილი შიდა ვერიფიკაციის სისტემა წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული პროცესების ერთობლიობას. სისტება მიზნად ისახავს სამუშაოების ხარისხის შემოწმებას წინასწარ დაგეგმილი კალენდარული გრაფიკის მიხედვით, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოს სამუშაოების შესაბამისობა მომხმარებელთა მოთხოვნებთან და შესაბამისად, ხელი შეუწყოს დაკისრებული ვალდებულებების დროულ და სრულ შესრულებას. ეს სისტემა ეფუძნება ციკლს „დაგეგმე-შეასრულე-შეამოწმე“, რაც შედეგად გვაძლევს დაგეგმილი სადეზინფექციო ღონისძიებების უწყვეტ რეჟიმში გაუმჯობესებასა და დახვეწას.